ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდების პრეტენდენტია

© FB / Giorgi Kvirikashviliლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველ გოლიათს" ლაშა ტალახაძეს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება მიიღოს

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის წოდებაზე კანდიდატების შორტ-ლისტშია შეყვანილი. კენჭისყრა მიმდინარეობს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისთვის საჭიროა გადასვლა ბმულზე და შემდეგ:

  • უნდა აღნიშნოთ ხუთი მამაკაცი ძალოსნიდან ერთი, მაგალითად, ლაშა ტალახაძე
  • აღნიშნოთ ხუთი ქალი ძალოსნიდან ერთი
  • მიუთითოთ საკუთარი სახელი დ აგვარი
  • მიუთითოთ ქვეყანა
  • მიუთითოთ ელექტრონული ფოსტა (e-mail)
  • დაწეროთ შესაბამის მინდორზე წარმოდგენილი კოდი
  • დააჭიროთ ღილაკს VOTE

ტალახაძის კონკურენტები არიან: ეკო იული ირავანი (-61 ინდონეზია), ლუ სიაოძუნი (-81, ჩინეთი), სოჰრაბ მორადი (-96, ირანი) და სიმონ მარტიროსიანი (-109, სომხეთი).

ტალახაძე გასულ სეზონში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე ტურნირი ქართველმა ძალოსანმა ზედიზედ მესამედ მოიგო. ამას გარდა, ტალახაძემ დაამყარა შვიდი მსოფლიო რეკორდი თავის წონით კატეგორიაში. ის საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

კენჭისყრა IWF-ის ვებ-გვერდზე 31 იანვრამდე ჩატარდება. ხმის მიცემა დღეღამის განმავლობაში ერთხელ შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0