საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში მარტში დაიწყება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„დინამო არენას" შესასვლელი
„დინამო არენას შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის პირველ მატჩში ქვეყნის ჩემპიონი ლიგის ახალბედას შეხვდება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში 1 მარტს დაიწყება და 30 ნოემბერს დასრულდება, აღნიშნულია ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაში - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი ევროპის 50 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა

როგორც გასულ სეზონში, ამჯერადაც უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის 10 კლუბი იბრძოლებს. ჩემპიონატი შედგება 36 ტურისგან და ოთხი წრისგან - თითოეული გუნდი მეტოქეს ორ-ორჯერ შეხვდება - საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში.

2018 წლის ეროვნული ლიგის შედეგებით, უმაღლესი დივიზიონი დატოვეს ფოთის „კოლხეთმა" და „სამტრედიამ". მათი ადგილი დაიკავეს ბათუმის „დინამომ" და თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ".

ახალი სეზონის პირველ მატჩში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" თავის მოედანზე ბათუმის „დინამოს" მიიღებს. თამაში 1 მარტს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ლიგის კლუბების სია (2018 წლის ჩემპიონატის შედეგებით ადგილების მიხედვით)

  • „საბურთალო" (თბილისი)
  • „დინამო" (თბილისი)
  • „ტორპედო" (ქუთაისი)
  • „ჩიხურა" (საჩხერე)
  • „დილა" (გორი)
  • „ლოკომოტივი" (თბილისი)
  • „რუსთავი"
  • „სიონი" (ბოლნისი)
  • „დინამო" (ბათუმი)
  • „ვიტ ჯორჯია" (თბილისი)
ყველა ახალი ამბავი
0