საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი Australian Open-ზე არ იასპარეზებს

© photo: AFP 2020 / PEDRO PARDOAustralian Open–ის ტურნირი
Australian Open–ის ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს Australian Open-ზე ორი ჩოგბურთელი წარმოადგენს – ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ ვერ შეძლო Australian Open-ის „დიდი სლემის" სერიის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა, რომელიც მელბურნში სტარტს 14 იანვარს აიღებს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილის ახალი რეკორდი - ქართველი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ოცეულშია

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გორგოძემ, რომელსაც WTA-ს რეიტინგში 164-ე ადგილი უკავია, შეხვედრა ჩეხ ლუსი გრადეცკასთან (მსოფლიოს 532-ე ჩოგანი) ორ სეტში 3:6, 3:6 დათმო. მატჩი 1,5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შეხვედრის განმავლობაში ქართველი ჩოგბურთელი თავის პირველ ჩაწოდებაზე არცთუ ცუდად ასპარეზობდა, თუმცა გორგოძემ მეორე ჩაწოდებაზე თამაში მთლიანად წარუმატებლად ჩაატარა. მან ბურთების მხოლოდ 25% მოიგო, მაშინ, როდესაც გრადეცკის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 52% შეადგინა.

ასე რომ, საქართველოს Australian Open-ზე ორი ჩოგბურთელი წარმოადგენს – ნიკოლოზ ბასილაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა.

Australian Open სტარტს 14 იანვარს აიღებს და 27 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 მილიონამდე დოლარს შეადგენს. მამაკაცებს შორის მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, ქალთა შორის კი დანიის წარმომადგენელი კაროლინ ვოზნიაცკი.

ყველა ახალი ამბავი
0