10:05 17 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0363
  • 100 RUB3.9891
  • USD2.6634
ლაშა ტალახაძე

Sputnik-ის მკითხველებმა საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელეს

© photo: AFP 2019 / DANIEL MIHAILESCU
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (529)
59 0 0

„Sputnik–საქართველოს“ მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-გამოკითხვაში და უპასუხეს კითხვას "თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი?"

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" მკითხველთა უმეტესობამ 2018 წელს ქვეყნის სუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. ძალოსანს მხარი გამოკითხვაში მონაწილეთა 33,8%-მა დაუჭირა.

მიმდინარე წელი ქართველი გოლიათისთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, რამაც სათავე ბუქარესტში გაზაფხულზე გამართული ევროპის ჩემპიონატიდან აიღო, სადაც ტალახაძემ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა. კონტინენტის პირველობაზე გამარჯვება ტალახაძისთვის ზედიზედ მესამე გახდა.

ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე
© REUTERS/ STOYAN NENOV
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე

შემდეგი ტრიუმფალური ტურნირი 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონისთვის ნოემბერში აშხაბადში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გახდა. მან ჯამში 474 კგ დააგროვა და ვერცხლის მედალოსან სომხეთის წარმომადგენელ გორა მინასიანს 24 კგ-ით აჯობა. რაც საინტერესოა, ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ტიტულებთან ერთად 2018 წელს ქართველმა გოლიათმა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მათგან ბოლო აშხაბადში. ამჟამად ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი 474 კგ-ს შეადგენს, ცალ-ცალკე ატაცში – 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში – 257 კგ-ს და ყველა ეს რეკორდი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.

„Sputnik საქართველოს" მკითხველების ვერსიით, მეორე ადგილზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) აღმოჩნდა, რომელსაც გამოკითხვაში მონაწილეთა 22,1%-მა დაუჭირა მხარი.

Теннисист Николоз Басилашвили
© Sputnik / Alexander Imedashvili
Теннисист Николоз Басилашвили

საქართველოს პირველი ჩოგანი მიმდინარე წელს АТР-ს რეიტინგში 24-დან 22-ე ადგილზე გადავიდა და ამით დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის ჩოგბურთელების რეკორდი დაამყარა. ეს უმაღლესი პოზიციაა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის, რომელიც ოდესმე საქართველოს წარმომადგენელს დაუკავებია.

გარდა ამისა, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც China Open-ზე გამარჯვებას მიაღწია.

გამოკითხვის სამეულს სუმოისტი ლევან გორგაძე (17,6%) ასრულებს, რომელიც იაპონიაში ტოშინოჩინის სახელით ასპარეზობს.

Грузинский сумоист Леван Горгадзе, выступающий под именем Тотиносин
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოშინოჩინის სახელით ასპარეზობს

2018 წლის იანვარში ქართველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი მოიგო, ხოლო ზაფხულის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამავე წლის გაზაფხულზე ტოჩინოშინს მიენიჭა სუმოში მეორე იერარქიული წოდება – ის ოძეკი გახდა. გადაწყვეტილება სუმოს იაპონური ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მიიღო. გორგაძე ისტორიაში მესამე ევროპელი გახდა, რომელმაც ოძეკის წოდება მოიპოვა.

ამასთან ერთად ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძე - ტოჩინოშინმა სეზონის მანძილზე ყველაზე მეტი გამარჯვებისთვის სპეციალური პრიზი მიიღო.

გამოკითხვაში მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ (14,7%) და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (11,8%).

 

თემები:
სპორტი და საქართველო (529)

მთავარი თემები