შოთა არველაძე შესაძლოა აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპეციალისტის გარდა, ამ პოსტზე განიხილება სამი იტალიელი და ერთი ფრანგი მწვრთნელი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე აზერბაიჯანის ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება, ნათქვამია პორტალ Azerisport-ის განცხადებაში.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ ყურბან ყურბანოვი გაათავისუფლეს. ის ამ თანამდებობაზე გასული წლის ნოემბრიდან მუშაობდა.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძე საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად უზბეკეთში დასახელდა

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხმები იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანში შესაძლოა, არველაძე ჩავიდეს, დიდი ხანია მუსირებს. თავდაპირველად საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში განიხილავდნენ გერმანელი ბერტი ფოგტსის წასვლის შემდეგ (2014), შემდეგ „ნეფტჩში", როდესაც კლუბი თარლან ახმედოვმა დატოვა. ამის მიზეზია ის, რომ არველაძეს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციასთან. გამოცემის აზრით, არველაძე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია ვაკანტურ თანამდებობაზე.

არველაძის გარდა, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება კიდევ სამი იტალიელი სპეციალისტი: რობერტო დი მატეო, მასიმო კარერა და ჯანი დი ბიაზი, ასევე ფრანგი პოლ ლე გუენი.

რაც შეეხება არველაძეს, 45 წლის ქართველი სპეციალისტი ამჟამად ტაშკენტის „პახტაკორთან" მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0