ქართველმა მოჭიდავემ ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიტულოვანმა მძიმეწონოსანმა ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელი მეტოქე დაამარცხა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის "ალანების" გამარჯვებული გახდა. ტურნირი ვლადიკავკაზში გაიმართა, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ფინალში ირანელ ჯაბელ სადეღზადეჰს დაუპირისპირდა და მას გამანადგურებელი ანგარიშით 10:1 მოუგო.

პეტრიაშვილის ოქროს გარდა, ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირზე ორი ვერცხლიც მოიპოვეს. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა ბექა ლომთაძე, რომელმაც ოქროსთვის ბრძოლაში რამაზან ფერზალიევთან (რუსეთი) წააგო, ხოლო 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში – ავთანდილ კენჭაძე, რომელიც ფინალში ტიმურ ბეჟოევთან (რუსეთი) დამარცხდა.

ყველა ახალი ამბავი
0