ქუთაისის „ტორპედო" ფეხბურთში საქართველოს თასის მფლობელი გახდა

© photo: F.C. Torpedo Kutaisi / FB„ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია
„ტორპედო საქართველოს თასის მფლობელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ" მატჩის შემდგომი პენალტების სერიით „გაგრას" მოუგო და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო", რომელმაც ფინალში „გაგრას" მოუგო, საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

საფეხბურთო კლუბი მილანის თბილისში ჩამოსვლა - Sputnik საქართველო
თბილისში, შესაძლოა, იტალიური „მილანის" საფეხბურთო აკადემია გაიხსნას

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ტორპედო" მატჩის დაწყებამდე ფინალის აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა კახა ჩხეტიანის გუნდი მარცხს ბეწვზე გადაურჩა – 49-ე წუთზე ქუთაისელებმა მეორე გოლი გაუშვეს და „გაგრა“ 2:0 დაწინაურდა.

თუმცა „ტორპედოელები" გააქტიურდნენ და 75-ე წუთზე ჯერ ერთი გოლი გაიტანეს, ხოლო კიდევ 14 წუთში – მეორე (11-მეტრიანი დარტყმით).

დამატებით დროში „ტორპედო" გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ პირველი 15 წუთის ბოლოს მინდვრიდან გააძევეს დავით ხურცილავა და ამის შემდეგ „ტორპედო" უფრო საკუთარი კარის დაცვაზე ფიქრობდა, ვიდრე მეტოქის კარის შეტევაზე.

შემდეგ გაიმართა პენალტების სერია, რომელშიც ქუთაისელებმა პირველი ოთხი დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ეს სერია 4:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მილოშ ლაჩნი აღიარეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„ტორპედო" და „გაგრა" თასისთვის ბრძოლაში ფინალში ადრე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, 2011 წელს „გაგრამ" გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0