დასრულდა ერთა ლიგის პირველი ეტაპი: საქართველო უფრო ძლიერ დივიზიონში გადავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ნაკრები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთა ლიგის გამარჯვებული 71–სანტიმეტრიან ვერცხლის ჯილდოსა და 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. დასრულდა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და განისაზღვრა, თუ რომელი გუნდები გადავლენ უფრო ძლიერ დივიზიონებში, ასევე ნაკრებები, რომლებმაც გაიუარესეს მდგომარეობა.  

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა

რადგან საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ერთა ლიგიას შემდეგ ტურნირს ის C დივიზიონში ჩაატარებს. საქართველოსთან ერთად პოზიცია გაიუმჯობესეს მაკედონიამ და კოსოვომ.

C დივიზიონიდან D-ში გადავიდნენ გუნდები, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში ბოლო ადგილი დაიკავეს: ესტონეთი, კვიპროსი, სლოვენია და ლიტვა. ასევე მოხდა როტაცია B და C დივიზიონებს შორის – B-ში დაწინაურდნენ შოტლანდიის, ფინეთის, ნორვეგიისა და სერბეთის ნაკრებები, ხოლო უფრო სუსტ C დივიზიონში მოხვდნენ სლოვაკეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის გუნდები.

ქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვებას აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
საფეხბურთო დღესასწაული: საქართველოს მორიგი გამარჯვება უეფას ერთა ლიგაზე

ამგვარად, ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში შეიძლება გახდნენ ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი.

ტურნირის ფინალი

ერთა ლიგის მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული 2019 წლის ივნისში პორტუგალიაში გამოვლინდება. გუნდები შეხვდებიან ორ ნახევარფინალში, შემდეგ კი გამართავენ მატჩს მესამე ადგილისა და ფინალისთვის.

ფინალური სტადიის კენჭისყრა 2018 წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

ერთა ლიგის გამარჯვებული 71–სანტიმეტრიან ვერცხლის ჯილდოსა და 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ოცნების ხორცშესხმის რეალური შანსი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2019 წლის მარტში დაიწყება. საქართველოს ნაკრებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკვალიფიკაციო ტურნირში წარუმატებლად გამოვა, რეალური შანსი რჩება – მოხვდეს ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაში.

უეფას ერთა ლიგა - საქართველო-ყაზახეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგაში ყაზახეთს მოუგო

გუნდებს, რომლებიც ვერ გაივლიან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, მაგრამ ერთა ლიგის ტურნირში თავიანთ დივიზიონებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, შესაძლებლობა ექნებათ, 2020 წლის მარტში მინი–ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა – თითოეული დივიზიონისთვის ცალკე. გამარჯვებულები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ტურნირში, დიდი ალბათობით, იქნებიან ბელარუსი, მაკედონია და კოსოვო, რომელთა დამარცხებაც ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად შეუძლიათ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად რეალური შანსი აქვს, გავიდეს კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0