უეფას ერთა ლიგა: საქართველო–ყაზახეთი – როდის დაიწყება, სად ვუყუროთ

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის „D ლიგის“ პირველი ჯგუფის დასკვნითი მატჩი საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თბილისში 19 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს, ხოლო ყაზახეთში გულშემატკივარი მას იხილავს ტელეარხზე QazSport.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის საწყის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა, თავის კვარტეტში ვადამდე დაიკავა პირველი ადგილი და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და უეფას ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში კლასში ამაღლება გაინაღდა.

რაც შეეხება ყაზახეთის ნაკრებს, ამჟამად მას ჯგუფში მეორე ადგილი უკავია და აქტივში ექვსი ქულა აქვს. გუნდმა სამჯერ ფრედ დაასრულა თამაში, ერთხელ წააგო (საქართველოსთან 0:2) და ერთი მატჩი მოიგო.

ვალდიმირ ვაისი  - Sputnik საქართველო
ვლადიმირ ვაისი: მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

საქართველოს ნაკრების სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის წინააღმდეგ მატჩში, სავარაუდოდ, ნაკრებს იმავე შემადგენლობით გამოიყვანს მინდორზე, როგორც ეს ლატვიის წინააღმდეგ თამაშში იყო. ამასთან, საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო აკლია შემტევი ფეხბურთელები თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი ჭანტურია.

გადაუჭრელია გოლკიპერის საკითხიც. ვაისმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის პირველ ადგილზეა გიორგი ლორია, თუმცა ანდორის ნაკრებთან 1:1-ის შემდეგ ის, შესაძლოა, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ როინ კვასხვაძემ შეცვალოს. საქმე ისაა, რომ ანდორელების მიერ გატანილი გოლი მთლიანად ლორიას კისერზეა. უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით ვაისმა პრესკონფერენციაზეც გამოთქვა.

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის ეს შეხვედრა რიგით მეექვსეა. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა ორჯერ, ორჯერ დაფიქსირდა ფრე და ერთხელ გაიმარჯვეს ყაზახმა ფეხბურთელებმა.

ყველა ახალი ამბავი
0