საქართველომ მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში ოქროს მედლით დაასრულა

© GeoWrestling / FBთავისუფლაი სტილით მოჭიდავე ავთო კენჭაძე
თავისუფლაი სტილით მოჭიდავე ავთო კენჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა თავისუფალი სტილი მოჭიდავეებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთო კენჭაძემ მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის (U-23) დასკვნით დღეს ბუქარესტში (რუმინეთი) ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ფინალში 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა რუმინელ მოჭიდავეს მაქსიმ ვასილიოგლოს არც ერთი შანსი არ დაუტოვა და 8:0 მოუგო.

ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე მოპოვებული მეოთხე მედალია. უფრო ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიგეს ნიკა კენჭაძემ (–79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (–97), ხოლო ბრინჯაო როლან ანდრიაძეს (–125) ერგო.

ამ შედეგით ქართველი მოჭიდავეები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა 108 ქულა აიღო და პირველი ადგილი რუსეთს დაუთმო, რომელმაც 181 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე გავიდა ირანი 105 ქულით.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბუქარესტშივე ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0