თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა გელა ბოლქვაძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23), რომელიც ბუქარესტში მიმდინარეობს, ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს>>>
ფინალში 82 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბოლქვაძემ რუმინელი ნიკუ ოჟოგი დაამარცხა. ორთაბრძოლა ანგარიშით 3:3 დასრულდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ქართველ სპორტსმენს მიაკუთვნეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება რამაზ ზოიძეს (-72 კგ) შეეძლო, თუმცა ფინალში იგი თურქ ჩენგიზ არსლანთან დამარცხდა - 2:1 და ვერცხლს დასჯერდა.
ასპარეზობის ბოლო დღეს მესამე ჯილდო საქართველოს ნაკრებს გიორგი მელიამ მოუტანა, რომელიც 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ზოიძემ იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილი დაამარცხა.
მანამდე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).
ასეთმა შედეგმა (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. ქართველი სპორტსმენების აქტივში 126 ქულაა. მეორე ადგილზე რუსეთის გუნდია 101 ქულით, მესამეზე კი თურქეთი 87 ქულით.