საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისამბო
სამბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრების სამბისტებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამბისტმა ელენე ქებაძემ ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარეობს.

ფინალურ შეჯიბრებაში +80 კგ წონით კატეგორიაში ქებაძემ ანა ბალაშოვას (რუსეთი) სძლია.

ნინო ოძელაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო ოძელაშვილი სამბოში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბუქარესტის ტურნირზე რიგით მერვე მედალია. უფრო ადრე ოქრო მოიპოვეს ვახტანგ ჭანტურიშვილმა (-57 კგ), ბესარიონ ბერულავამ (-82) და ნინო ოძელაშვილმა (-72). ვერცხი ერგო ბექა ბერძენიშვილს (+100), ხოლო სამი ბრინჯაო - გივი ნადარეიშვილს (-52), პაატა ღვინიაშვილსა (-90) და დავით ლორიაშვილს (-100).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრების სამბისტებმა მეორე ადგილი დაიკავეს. პირველზე გავიდა რუსეთის ნაკრები, ხოლო მესამე ადგილზე – ტაჯიკეთის.

რაც შეეხება ცალკე ქალებს, ორი ოქროს მედლის წყალობით ქართველმა სამბისტებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს. პირველზე გავიდა რუსეთის ნაკრები, ხოლო მეორეზე – ბელარუსის.

 

ყველა ახალი ამბავი
0