07:51 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

© AFP 2018 / Chai Hin GOH
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (483)
10610

„ქართველა გოლიათმა“ ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დასრულდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ დააგროვა (217 კგ ატაცში და 257 კგ აკვრაში), რაც ახალ მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს. მსოფლიო რეკორდის გარდა, ქართველი შტანგისტი ორჭიდში გახდა რეკორდსმენი ატაცსა და აკვრაში.

სომეხ შტანგისტ გორ მინასიანს, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, ტალახაძემ 24 კგ-ით გაისწრო. მსოფლიო პირველობის ბრინჯაო 447 კგ-ით უზბეკმა რუსტამ ჯანგაბაევმა მოიპოვა.

ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა კიდევ ერთი ქართველი - ირაკლი თურმანიძე, რომელმაც შეჯიბრებაზე ატაცში ფეხის ტრავმა მიიღო და გამოსვლას გამოეთიშა.

ტალახაძე, რომელმაც 2016 წელს ოლიმპიადის ოქრო მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. მანამდე „ქართველი გოლიათი“ პირველი იყო ჰიუსტონში მსოფლიო ჩემპიონატზე 2015 წელს და ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატზე 2017 წელს.

აღსანიშნავია, რომ წელს ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ევროპის უძლიერესი შტანგისტი ზედიზედ მესამედ გახდა.

თემები:
სპორტი და საქართველო (483)

მთავარი თემები