საქართველომ ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ბრინჯაოს მედლით დაასრულა

გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ უნგრეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასკვნით დღეს სანებლიძემ რეპეშაჟში 100 კგ–მდე წონით კატეგორიაში ბელარუსი მიკიტა სვირიდი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ავსტრიელ აარონ ფარს სძლია. 

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მედალი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთეა. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა (–81 კგ) ოქროს მედალი, თამაზ კირაკოზაშვილმა (–81 კგ) და ჯაბა პაპინაშვილმა (–60 კგ) – ვერცხლი, ეთერ ლიპარტელიანმა (–57 კგ) კი ბრინჯაო მოიპოვეს.

ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებულმა ხუთმა მედალმა საქართველოს ნაკრებს შესაძლებლობა მისცა მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაეკავებინა. გამარჯვებული რუსეთის გუნდი გახდა, ლიდერთა სამეულს კი ესპანეთი ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0