ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილმა სამხრეთაფრიკელ მეტოქესთან მესამე, გადამწყვეტ სეტში წააგო.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგის 24-ე ნომერი) საჩოგბურთო ტურნირის სერიიდან АТР 500 – Erste Bank Open პირველივე წრეში წააგო. ტურნირი ვენაში დაიწყო.

ბასილაშვილის მეტოქე იყო კევინ ანდერსონი (8) სამხრეთ აფრიკიდან, რომელთანაც ქართველმა სპორტსმენმა სამ სეტში წააგო 6:4, 6:7, 3:6. მატჩი ორ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

პირველივე წრეში წაგების გამო ბასილაშვილმა ვერც ერთი სარეიტინგო ქულა ქულა ვერ მოიპოვა, მიიღო მხოლოდ 16 ათას ევროზე ცოტა მეტი. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს იმას, რომ АТР-ს რეიტინგში, რომელიც 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი რამდენიმე პოზიციას დათმობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი China Open-ის გამარჯვებულია

ამ სეზონში ბასილაშვილმა АТР-500-ის სერიიდან ორი ტურნირი მოიგო. ზაფხულში მან გაიმარჯვა ჰამბურგის კორტებზე, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში China Open მოიგო. ამ წარმატებების წყალობით ბასილაშვილმა გამოიმუშავა 1 100 ათას დოლარზე მეტი საპრიზო და 1020 სარეიტინგო ქულა, რამაც მას საშუალება მისცა, АТР-ს რეიტინგში 81-ე ადგილიდან 23-ზე გადანაცვლებულიყო.

ამჟამინდელი სეზონის დასკვნითი ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, პარიზის "მასტერსი" გახდება, რომელიც 29 ოქტომბერს დიაწყება. Rolex Paris Masters-ის საპრიზო ფონდია თითქმის 5,5 მლნ ევრო. მოქმედი გამარჯვებულია ამერიკელი ჯეკ სოკი.

 

ყველა ახალი ამბავი
0