თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია! საქართველოს პირველი პირები ძიუდოისტს გამარჯვებას ულოცავენ

© Sputnik / STRINGERგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ძიუდოისტს გურამ თუშიშვილს ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება და მოპოვებული ოქროს მედალი მიულოცეს.

ძიუდო. ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველის სენსაციური მარცხი მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა შეჯიბრების ფინალში უშანგი კოკაურს (აზერბაიჯანი) სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე იპონით წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

„გილოცავთ, გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია!" – დაწერა მარგველაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ქართველი მძიმეწონოსნისთვის მსოფლიო პირველობაზე ეს ოქროს მედალი პირველია.

„გილოცავთ! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში! გურამ, გილოცავ!" - დაწერა მამუკა ბახტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრება სამი მედლით დაასრულა. უფრო ადრე ვერცხლი ვარლამ ლიპარტელიანმა (–100კგ) მიიღო, ხოლო ბრინჯაო ამირან პაპინაშვილს (–60კგ) ერგო.

თუშიშვილის გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და წინ მხოლოდ სამხრეთ კორეისა და იაპონიის გუნდები გაუშვა.

ჩემპიონატი ბაქოში 27 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0