12:52 20 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0369
  • 100 RUB4.0356
  • USD2.6593
ქართველი ძიუდოისტი ონისე სანებლიძე

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები გახდნენ

© FB / European Judo Union
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (494)
13110

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტები ონისე სანებლიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) სოფიაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. 

ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია >>

ფინალურ ორთაბრძოლაში სანებლიძემ კოსოვოელ შპატ ზეკას აჯობა, ხოლო ზაალიშვილმა გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვს სძლია.

ინდივიდუალური შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი სოფია სომხიშვილმა მოუტანა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 78 კგ ზემოდ წონით კატეგორიაში ქართველმა ფრანგ ლაურა ფუსეუს სძლია.

ამგვარად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების აქტივშია 9 მედალი — 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი. მანამდე კონტინენტური პირველობის ჩემპიონი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა.

ამ შედეგებით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მედლების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა და იტალიას (2-0-3) და საფრანგეთს (2-0-2) გაუსწრო.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 16 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.


თემები:
სპორტი და საქართველო (494)

მთავარი თემები