22:23 17 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი

ქართველი ფალავნების ტრიუმფი პოლონეთის ტურნირზე

© FB / GeoWrestling
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (489)
11220

ქართველმა სპორტსმენებმა 136 ქულა მოაგროვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს ვაცლავ ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ვარშავაში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

ოქრო და ბრინჯაო: ქართველი მოჭიდავეების წარმატება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე >>

შეჯიბრებების ტრიუმფატორები გახდნენ: ზურაბ იაკობაშვილი (-70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ).

სამი ოქროს მედლის გარდა, ქართველი ფალავნების ანგარიშზეა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დამარცხება. 65 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ის რუსეთის წარმომადგენელთან ახმედ ჩაკაევთან დამატებითი მაჩვენებლებით დამარცხდა.

კიდევ ერთი ვერცხლი მოიპოვა დავით ხუციშვილმა (-79 კგ), რომელმაც გადამწვეტ შერკინებაში ისევ რუსეთის წარმომადგენელთან მაგომედ რამაზანოვთან წააგო.

ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა დავით მარსაგიშვილი (-92 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახ იერალი აბრაშევს მოუგო.

ექვსმა მოპოვებულმა მედალმა საქართველოს ნაკრებს 136 ქულა მოუტანა და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ ყაზახეთს ერთი ქულით გაუსწრო. ლიდერთა სამეულის ბოლოს რუსი ფალავნები არიან.


თემები:
სპორტი და საქართველო (489)

მთავარი თემები