ციებ-ცხელება ლატვია-საქართველოს მატჩის წინ: გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაშია გულშემატკივრებს მოუწოდებს, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ გუნდს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის საქართველო-ლატვიის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კაშია გულშემატკივრებს მოუწოდებს, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე  უქომაგონ გუნდს.

„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსვლელობისას ყოველგვარი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს. დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება”, — წერს კაშია.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„ქართული მარში“ დაგეგმილ აქციას ერთი პირობით აუქმებს

უეფამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოთი დააჯილდოვა. გასულ სეზონში „ვიტესის" შემადგენლობაში ასპარეზობისას კაშიამ ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. უფრო მეტიც, ქართველმა ნაციონალისტებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც დღეს საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად უნდა გამართულიყო. თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ აქცია გაუქმებულია, თუმცა სტადიონზე ლგბტ-სიმბოლიკის გამოჩენის შემთხვევაში ორგანიზატორები მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებენ.

თბილისის მერმა და ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ შსს-მ მატჩთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0