უეფა Equal Game-ის ჯილდოს პირველად ქართველ ფეხბურთელს გადასცემს

© FB / Vitesseსაქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უეფას ჯილდოს თანასწორობის საკითხებში გამბედავი საზოგადოებრივი პოზიციისთვის მიიღებს

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია პირველი მიიღებს უეფას Equal Game-ის ჯილდოს, ნათქვამია უეფას ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს ჯილდო გადაეცემათ ფეხბურთელებს აღიარების ნიშნად მათი სანიმუშო პოზიციისთვის თანასწორობის, სოციალური ინტეგრაციის და თავისუფალი ხელმისაწვდომობის საკითხებში. ის გადაეცემა 30 აგვისტოს, მონაკოში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ვიტესის“ კაპიტანი და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
სპორტული ლგბტ-სკანდალი საქართველოში

გასულ სეზონში „ვიტესის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას, ცენტრალურმა მცველმა ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურებით გამოვიდნენ და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქართველოში ამ ჟესტმა ნეგატივის ტალღა და კრიტიკული გამოხმაურება გამოიწვია. ფეხბურთელს მოუწოდებდნენ ნაკრების რიგები დაეტოვებინა, მაგრამ კაშია არ გატყდა და გაუძლო შეურაცხყოფებსა და მუქარებს. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ ნანობს, რომ სამკლაური გაიკეთა და თანასწორობის და სოციალური ინტეგრაციის იდეებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა.

თანასწორობის მხარდამჭერი საჯარო განცხადების შემდეგ კაშიას მხარი დაუჭირეს ქართული ფეხბურთის სამყაროში, სხვა ფეხბურთელებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ჩათვლით, რომელმაც შესაბამისი განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა თავის მხრივ განაცხადა: „ვულოცავ და მადლობას ვუხდი გურამს მტკიცე ხასიათისთვის და გამბედაობისთვის. გურამმა მტკიცე პოზიცია დაიკავა ლგბტ-საზოგადოების დაცვისა და თანასწორობის მხრივ და ამიტომ იმსახურებს ამ ჯილდოს“.

„მიუხედავ იმისა, რომ გურამის მსგავსმა საქციელმა მუქარა და აგრესია გამოიწვია, მან განაგრძო თმენის და პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება, რამაც მის მშობლიურ საქართველოში ამ უმცირესობის შესახებ წარმოდგენის შეცვლას შეუწყო ხელი“, — აღნიშნა ჩიფერინმა.

ქართველი ფეხბურთელები ამერიკის დაპყრობას აგრძელებენ >>

„მოხარული ვარ, რომ უეფა-სგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს”, – განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან-ხოსე ერტკვეისის“ მაისურით ასპარეზობს.

კაშიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2006-2010 წლებში კლუბის მიერ ჩატარებულ 91 მატჩში 12 გოლი გაიტანა. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. 2010 წლიდან გადავიდა „ვიტესში“. 2011-2012 წლების სეზონის წინ კაპიტნის სამკლავური მიიღო. საქართველოს ნაკრებში 293 თამაში ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


ყველა ახალი ამბავი
0