15:01 20 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე

ქართველი ჩოგბურთელი ჰეხინგენის ტურნირის ჩემპიონია

© photo: courtesy of Fed Cup by BNP Paribas
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (400)
11410

ეს გორგოძის კარიერაში ITF-ის სერიის მე-14 გამარჯვებაა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (195-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) გერმანიის ქალაქ ჰეხინგენში ITF-სერიის ტურნირის გამარჯვებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გორგოძემ ფინალში მსოფლიოს 182-ე ჩოგანს, გერმანელ ლაურა ზიგემუნდს ანგარიშით 6:2, 6:1 მოუგო.

მატჩი ერთ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. 

ეს გორგოძის კარიერაში ITF-ის სერიის მე-14 ტიტულია. ამ მომენტისთვის, ქართველ ჩოგბურთელს 9-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ჰეხინგენის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 60 000 ათას აშშ დოლარს შეადგენს. გერმანიაში მიღწეული წარმატების წყალობით ქართველი სპორტსმენი WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა და 168-ე ადგილი დაიკავა, რაც ჩოგბურთელისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ივლისის ბოლოს გორგოძემ ITF-ს სერიის ანალოგიური ტურნირი ყაზახეთშიც მოიგო. ამ წარმატებამ მას 100 სარეიტინგო ქულა მოუტანა — WTA-ს რეიტინგში ის 75 პოზიციით დაწინაურდა და კარიერაში პირველად მსოფლიოს 200 უძლიერეს ჩოგბურთელ შორის მოხვდა.


თემები:
სპორტი და საქართველო (400)

მთავარი თემები