„ჩიხურა" იგებს, „დინამო" აგებს

© photo: FC Chikhura Sachkhere / FB„ჩიხურამ" ისრაელის „ბეითარს" მოუგო
„ჩიხურამ ისრაელის „ბეითარს მოუგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას ევროპის ლიგის თამაშებში ერთი ქართული კლუბი ისრაელში სენსაციურად იმარჯვებს, ხოლო მეორე საკუთარ მოედანზე - აგებს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საჩხერის საფეხურთო კლუბმა „ჩიხურამ" ისრაელში იერუსალიმის „ბეითარს" 2:1 მოუგო და უეფას ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში გავიდა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი პირველი ბურთი მასპინძლებმა გაიტანეს (იდან ვერედი).

ამას მოჰყვა ლევან კაკუბავას ლამაზი გოლი 73-ე წუთზე და გიორგი გაბედავას გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი 11-მეტრიანი დარტყმით 83-ე წუთზე. ამ გოლმა „ჩიხურას" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა უზრუნველყო.

კლუბის მომდევნო მეტოქე სლოვენიის „მარიბორი" იქნება.

საჩხერელების ისრაელში სენსაციური გამარჯვების პარალელურად თბილისის „დინამომ" საკუთარ მოედანზე „დუნაისკა სტრედასთან" 1:2 წააგო და უეფას ევროპის ლიგის ტურნირს გამოეთიშა.

 

ყველა ახალი ამბავი
0