მარცხის საფასური: საქართველოს რაგბის ნაკრები ორმა მწვრთნელმა დატოვა

© FB / Georgian Rugbyმილტონ ჰეიგი
მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელი სპეციალისტების გათავისუფლების მიზეზი წყნარი ოკეანის ტურნეზე საქართველოს ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა გახდა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ორი ავსტრალიელი სპეციალისტი მწვრთნელთა შტაბის წევრი აღარ არის, განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

სპეციალისტებთან შეთანხმების გაუქმების ოფიციალური მიზეზი წყნარი ოკეანის ტურნეს მიმდინარეობისას ივნისის ტესტ-მატჩებში საქართველოს ნაკრების შედეგები გახდა. ჰეიგის გუნდმა წააგო ფიჯისთან 15:37, იაპონიასთან - 0:28, რაც საქართველოსთვის ყველაზე დიდი მარცხი იყო ორი გუნდის დაპირისპირებების ისტორიაში.

„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მსოფლიოს თასამდე ერთი წლით ადრე, მაგრამ ამით კიდევ უფრო მძიმე და რთული შედეგები ავიცილეთ თავიდან. ამ სპეციალისტების შემცვლელებს უახლოეს მომავალში შევარჩევთ", – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე (ცენტრში) - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრების პოზიცია მსოფლიო რეიტინგში გაუარესდა

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების წარუმატებელ გამოსვლებში მისი ბრალიცაა.

„ივნისის ტესტ-მატჩებზე წარუმატებელ გამოსვლას მარტო ავსტრალიელებს არ ვაბრალებთ. პასუხისმგებელი მეც ვარ. მეც შემიძლია ჩემი თანამდებობის დატოვება. წინ გველოდება რთული მატჩი იტალიის წინააღმდეგ. საჭიროა ამ თამაშისთვის მომზადება და სწორი მიმართულების არჩევა. ყველაზე მთავარია მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში და სიტუაციასთან გამკლავებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნა ჰეიგმა.

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნარები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0