ქართველი მოჭიდავეების წარმატება თბილისის გრან-პრიზე

© photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა თბილისის ტურნირზე 20 მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის გრან-პრიზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს.

ტურნირის ოქროს მედლები მოიპოვეს ბექა ლომთაძემ (-61 კგ), ზურაბ იაკობაშვილმა (-70), ელიზბარ ოდიკაძემ (-97) და გენო პეტრიაშვილმა (-125).

ამას გარდა, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზეა ორი ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედალი.

წარმატებული გამოსვლის შედეგად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორეზე არიან სპორტსმენები რუსეთიდან (ცხრა მედალი, 2-2-5), ხოლო მესამეზე — თურქეთიდან (ოთხი მედალი, 2-0-2).

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ქართველმა სპორტსმენებმა უფრო მეტი მედალი მოიპოვეს — 12 (3-2-7). მაგრამ მიუხედავად წარმატებული გამოსვლისა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მაინც ვერ მიიღეს — რუს სპორტსმენებს ორი „ვერცხლით" მეტი შეხვდათ.

მესამე ადგილზე ირანელი სპორტსმენები გავიდნენ (2-1-3).

ყველა ახალი ამბავი
0