ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად პირველივე რაუნდში წაგებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 სარეიტინგო ქულა მიიღო

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (74) უიმბლდონის ტურნირის პირველი რაუნდის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ტურნირი ამ დღეებში ინგლისში მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსს“ გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში — 1:6, 6:7, 1:6 დამარცხდა ფრანგ ჟილ სიმონთან (53). მატჩი ერთ საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

მიუხედავად პირველივე რაუნდში წაგებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 სარეიტინგო ქულა მიიღო და თავისი საბანკო ანგარიში საპრიზო 39 ათასი ფუნტი სტერლინგით შეავსო.

უიმბლდონის ტურნირი 15 ივლისამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდია თითქმის 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი. გამარჯვებული 2 მილიონ 250 ათასს მიიღებს. მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (რვაჯერ, რაც რეკორდია).

უიმბლდონის ტურნირი 1877 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0