მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში რუსეთის გუნდის მეტოქე ხორვატია გახდა

© photo: Sputnik / Grigoriy Sokolov / გადასვლა მედიაბანკშიხორვატია-დანიის მატჩი
ხორვატია-დანიის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეოთხედფინალური მატში რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის სოჭში 7 ივლისს შედგება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ხორვატიის ნაკრებმა დანიის ნაკრებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პენალტების სერიაში მოუგო.

კვირას ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ — 1:1 დასრულდა.

დანიელთა ნაკრებში პირველივე წუთზე თავი გამოიჩინა მათიას იორგენსენმა, ხოლო ხორვატთა ნაკრებიდან მე-4 წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა გოლი. ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში გოლების გატანა გუნდებმა ვეღარ მოახერხეს. პენალტების სერიაში კი ხორვატები უფრო ზუსტი აღმოჩდნენ — 3:2.

მატჩი ესპანეთი-რუსეთი - Sputnik საქართველო
რუსეთის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიით დაამარცხა

მეოთხედფინალური მატჩი ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის 7 ივლისს გაიართება სოჭში სტადიონზე „ფიტში“.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გრძელდება. ტურნირის მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0