საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სერბეთთან წააგო

© photo: Georgian Basketball Federationკალათბურთი. საქართველო–სერბეთი
კალათბურთი. საქართველო–სერბეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კალათბურთელები შემდეგ მატჩში ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საკუთარ მოედანზე სერბეთთან წააგო 50:87.

სტუმრებმა, რომლებიც თბილისში, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობით ჩამოვიდნენ, მატჩის დასაწყისშივე ჩაიგდეს ხელში უპირატესობა. პირველი მეოთხედი დასრულდა ანგარიშით 18:11, ხოლო მეორე – 19:7. შესვენებაზე უკვე ცხადი იყო, რომ 19 ქულის ანაზღაურება ქართველებს ფრიად გაუჭირდებოდათ.

შესვენების შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი გააქტიურდა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. საბოლოო ანგარიში სერბეთის გამარჯვებით დაფიქსირდა 87:50.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელი ევროპაში საუკეთესოთა ხუთეულში შევიდა

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმრებს შორის იყო დეჟან ტოდოროვიჩი – 34 ქულა.

საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა, რომ ამ თამაშში თავის ანტირეკორდს მიახლოებოდა – 1998 წელს ქართველი კალათბურთელები გასვლით მატჩში იტალიელებთან დამარცხდნენ 47–ქულიანი განსხვავებით – 43:90.

შემდეგი შესარჩევ მატჩს G ჯგუფში საქართველოს ნაკრები 2 ივლისს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0