ტუნისის საფეხბურთო ნაკრებმა პანამას მოუგო

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პანამა–ტუნისი
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პანამა–ტუნისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტუნისის ნაკრებმა 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოიგო, თუმცა გუნდი ტურნირს დაემშვიდობა.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ტუნისის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფის მატჩში პანამის გუნდს სძლია – 2:1.

გოლები გაიტანეს ტუნისელებმა ფაჰრედინ ბენ–იუსეფმა და ვახბი ჰაზრიმ. რაც შეეხება პანამელების ანგარიშზე ჩაწერილ გოლს, ესეც ტუნისელი იასინ მერიის ავტოგოლია.

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პანამა–ტუნისი
Футбол. ЧМ-2018. Матч Панама - Тунис - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. პანამა–ტუნისი

ტუნისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა, ის სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. პანამამ, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა, სამივე მატჩი წააგო.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დამთავრდება.

ყველა ახალი ამბავი
0