მსოფლიო-2018: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფიდან ვერ გავიდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი სამხრეთ კორეა - გერმანია
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი სამხრეთ კორეა - გერმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ფეხბურთში იქნება - გერმანიამ უფლებამოსილება მოიხსნა

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში, გერმანიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო და რუსეთში მსოფლიო პირველობაზე ბრძოლა დაასრულა.

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი სამხრეთ კორეა - გერმანია
Футбол. ЧМ-2018. Матч Республика Корея - Германия - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი სამხრეთ კორეა - გერმანია

ოთხშაბათს ყაზანში გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუთმო — 0:2. F ჯგუფიდან პლეი-ოფში შვედეთისა და მექსიკის გუნდები გავიდნენ.

შვედეთის ნაკრებმა F ჯგუფის მესამე ტურის მატჩში მექსიკის გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი შვედეთი - მექსიკა
Футбол. ЧМ-2018. Матч Мексика - Швеция. Игроки сборной Швеции радуются забитому голу - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი შვედეთი - მექსიკა

შვედებმა და მექსიკელებმა თითო ექვსი ქულა დააგროვეს და მომდევნო რაუნდში გადასვლა შეძლეს.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბოლო ოთხი ტურნირიდან ბოლო სამზე ჯგუფიდან არ გასულან: საფრანგეთი 2002 წელს, იტალია 2010-ში და ესპანეთი 2014-ში.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0