საქართველოს რაგბის ნაკრების პოზიცია მსოფლიო რეიტინგში გაუარესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე (ცენტრში)
საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე (ცენტრში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ტონგას გუნდმა გაუსწრო, რომელსაც ქართველმა მორაგბეებმა ამ თვის დასაწყისში მოუგეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (World Rugby) განახლებულ რეიტინგში მე-12-დან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრების რეგრესი რამდენიმე დღის წინ იაპონიასთან ტესტ-მატჩში წაგებას (0:28) და მანამდე ფიჯის ნაკრებთან მარცხს (15:37) უკავშირდება. ამ მარცხის გამო მილტონ ჰეიგის გუნდმა 1,05 ქულა დაკარგა და წინ ტონგა გაუშვა. ამჟამად საქართველოს ნაკრებს 73,13 ქულა აქვს და კუნძულელებს 0,71 ქულით ჩამორჩება.

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U-20) - Sputnik საქართველო
მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველ ქომაგებს ისევ აკვირვებს

თავად ტონგის ნაკრები ქართულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩში 9 ივნისს 16:15 დაამარცხა.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერია ახალი ზელანდიის ნაკრები — 93,99 ქულა. შემდეგ მოდიან ირლანდია — 90,12 და უელსი — 85,94.

საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურ მზადებას დაიწყებს. ჩემპიონატი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში გაიმართება. ქართველი მორაგბეების მეტოქეები D ჯგუფში იქნებიან ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები.

ყველა ახალი ამბავი
0