10:27 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
დენის ჩერიშევი

რუსეთის ნაკრები შემდეგ მატჩს სანკტ–პეტერბურგში ეგვიპტის გუნდთან გამართავს

© photo: Sputnik / Anton Denisov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (196)
71 0 0

რუსეთის გუნდი შემდეგ მატჩს ურუგვაის გუნდთან 19 ივნისს, სანკტ–პეტერბუტგში გამართავს

თბილისი, 14 ივნისი— Sputnik. რუსეთის ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში საუდის არაბეთის გუნდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მატჩი მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გაიმართა. 

მატჩის  12–ე წუთზე პირველი გოლი იური გაზინსკიმ  გაიტანა. მეორე ბურთი  კი მოწინააღმდეგის კარში დენის ჩერიშევმა (43–ე წუთი) შეაგდო.

დამანგრეველ ანგარიშამდე გუნდი არტიომ ძიუბამ (71) მიიყვანა. მეორე ტაიმში კი დუბლი ჩერიშევმა გააფორმა. საჯარიმოდან მეხუთე ბურთი ალექსანდრე გოლოვინმა (90+4) გაიტანა.

რუსეთისა და საუდის არაბეთის მეტოქეები ჯგუფში ასევე არიან ურუგვაის და ეგვიპტის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ეკატერინბურგში პარასკევს დაუპირისპირდებიან. 

შემდეგ მატჩს რუსეთის ნაკრები 19 ივნისს, სანკტ–პეტერბუტგში ეგვიპტის გუნდთან გამართავს,  საუდის არაბეთის ნაკრები კი დონის როსტოვში 20 ივნისს ურუგვაის შეხვდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.


თემები:
რუსეთი დღეს (196)

მთავარი თემები