რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს იწყება

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიგულშემატკივრები
გულშემატკივრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, 18:30 საათზე დაიწყება, შემდეგ კი რუსეთისა და საუდის არაბეთის გუნდებს შორის ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს ხუთშაბათს, რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდების მატჩით აიღებს. 

32 გუნდი, 736 ფეხბურთელი, ათობით მსაჯი, ათი ათასობით მაყურებელი სტადიონებზე, მილიონობით ადამიანი ტელევიზორის ეკრანებთან – ყოველივე ეს ერთი თვის განმავლობაში  ერთი მთლიანი გახდება.

მატჩის წინ ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი, რუსი საოპერო მომღერალი აიდა გარიფულინა და პორტუგალიის ფეხბურთის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

გულშემატკივრის პასპორტი ვიზის ნაცვლად — 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში>>>

გახსნის ცერემონია მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება, ხოლო 21–ე მუნდიალიზე ბურთს პირველად 19:00 საათზე შეეხებიან.

პირველ მატჩს 20–ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირი, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი დაესწრებიან.

რუსეთისა და საუდის არაბეთის მეტოქენი ჯგუფში არიან ურუგვაის და ეგვიპტის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ეკატერინბურგში პარასკევს დაუპირისპირდებიან.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0