01:53 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
თორნიკე შენგელია

ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

© photo: Baskonia
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (458)
36 0 0

„ბასკონია“ 13 ივნისს მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელი და ესპანური საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში „ბარსელონის“ წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში „ბასკონიამ“ 88:82 გაიმარჯვა და სერია ანგარიშით 3:1 მოიგო.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი შენგელია გამოდგა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 35 წუთი დაჰყო და 22 ქულის აღება და 7 მოხსნა შეძლო. 

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სწორედ „ბასკონიის“ კაპიტანი იყო შეხვედრის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარებული.

ფინალურ სერიაში „ბასკონია“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება. პირველი მატჩი 13 ივნისს შედგება.

„ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ბოლოს 2010 წელს ითამაშა. მაშინ გუნდმა „ბარსელონის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი ანგარიშით 3:0 დაასრულა და ქვეყნის უძლიერესი გუნდის სტატუსი მესამედ მოიპოვა.

 

თემები:
სპორტი და საქართველო (458)

მთავარი თემები