ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ჩემპიონი გახდა

© AP Photo / Tony Dejakზაზა ფაჩულიას და კლაი ტომპსონს გამარჯვების თასი უკავიათ
ზაზა ფაჩულიას და კლაი ტომპსონს გამარჯვების თასი უკავიათ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“, რომლის ცენტრი ზაზა ფაჩულიაა, „კლივლენდ კავალიერსს“ მოუგო და NBA-ს უძლიერესი გუნდის სახელი შეინარჩუნა

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ თავის გუნდთან ერთად NBA-ს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ  მოიგო.

ქართული „შვიდკაცა“ NBA-ში ამერიკის ჰიმნსა და ქართულ სიმღერებს შეასრულებს >>

საფინალო სერიის მეოთხე მატჩი „უორიორზმა“ მოუგო „კლივლენდ კავალიერსს“ ანგარიშით 108:85, სერია მოიგო მშრალი ანგარიშით 4:0 და NBA-ს უძლიერესი გუნდის სახელი შეინარჩუნა.

34 წლის ფაჩულიამ პარკეტზე სულ ორი წუთი გაატარა და ერთი ქულა მოიპოვა. გამარჯვებულთა გუნდში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომლის ანგარიშზეა 37 ქულა.

აღსანიშნავია „გოლდენ სტეიტის“ კიდევ ერთი ლიდერის  — კევინ დიურანტის ტრიპლ-დაბლი. ფორვარდმა თავის აქტივს 20 ქულა ჩაწერა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

„უორიორზი“ და „კავალიერსი“ NBA-ს საფინალო სერიაში ზედიზედ მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს — ეს ამერიკული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 2015 წელს „გოლდენ სტეიტმა“ 40 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიპოვა, როდესაც სერია ანგარიშით 4:2 მოიგო. ერთი წლის შემდეგ „კლივლენდმა“ რევანში აიღო. გასულ სეზონზე „უორიორზმა“ ხუთ მატჩში საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელიამ „ბარსელონის" წინააღმდეგ წარმატებით ითამაშა

ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, ვინც NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა. თუმცა, წლევანდელი საფინალო სერია ქართველი კალათბურთელისთვის არც ისე საუკეთესო გამოდგა. ოთხ მატჩში ფაჩულიამ პარკეტზე სულ ექვსი წუთი გაატარა და მხოლოდ შვიდი ქულა მოიპოვა.

დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფაჩულიასთვის ეს სეზონი NBA-ში ბოლო იქნება, იუწყება გამოცემა thesportster.

ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში ქართველი ცენტრი თამაშობდა „ორლანდო მეჯიკში“, „მილუოკი ბაქსში“, „დალას მავერიქსში“, ხოლო კარიერის უდიდესი პერიოდი გაატარა „ატლანტა ჰოქსში“ (2005-2013).

„გოლდენ სტეიტ უორიორზში“ ფაჩულია 2016 წლიდან თამაშობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0