საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

© FB / Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული გუნდი რეიტინგში მოხვდა ფარერის კუნძულებსა და პალესტინას შორის.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში გაიუმჯობესა პოზიციები და 96-ე ადგილიდან 95-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 362 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ფარერის კუნძულებსა პალესტინას შორის განთავსდა.

საქართველოს ფეხბურთს ნაკერები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდებს უეფას ერთა ლიგაში, ფიფას ახალ რეიტინგში მათ შემდეგი ადგილები დაიკავეს: ყაზახეთი — 117, ანდორა — 132 და ლატვია — 139.

ლიდერთა სამეულში ცვლილებები არ არის. უძლიერესი გუნდია გერმანია, შემდეგ მოდის ბრაზილია და მესამე ადგილზეა ბელგია.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსეთში 14 ივნისს იწყება, საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 1 ივნისს ნაკრები ავსტრიაში მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ — სტუმრად ლუქსემბურგს.

ყველა ახალი ამბავი
0