ქართველი მოჭიდავეების მედლების „მოსავალი" ევროპის ჩემპიონატზე

© FB / United World Wrestlingგენო პეტრიაშვილი კვარცხლბეკზე ევროპის ჩემპიონატზე
გენო პეტრიაშვილი კვარცხლბეკზე ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კასპიისკში გაიმართა, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თავისუფალი სტილი მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მიიღეს. ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ კასპიისკში დასრულდა.

საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი დასკვნით დღეს ორ ქართველს სპორტსმენს ჰქონდა, მაგრამ ბექა ლომთაძემ (-61 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) ფინალური ორთაბრძოლები წააგეს.

© courtesy of United World Wrestlingბექა ლომთაძე გაჯიმურად რაშიდოვის წინააღმდეგ
Бека Ломтадзе уступил Гаджимураду Рашидову из России - Sputnik საქართველო
ბექა ლომთაძე გაჯიმურად რაშიდოვის წინააღმდეგ

გადამწყვეტ ბრძოლაში ლომთაძე რუს გაჯიმურად რაშიდოვთან დამარცხდა — 1:4, ხოლო პეტრიაშვილი — თავის ძველ თურქ მეტოქე ტაჰა აკგულუსთან — 1:2 — თურქმა სპორტსმენმა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში მარცხისთვის რევანშის აღება შეძლო.

რობერტ კობლიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

ბრინჯაო მოიპოვა სანდრო ამინაშვილმა — მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან გერმანიის წარმომადგენელი აჰმედ დუდაროვი დაამარცხა (5:4).

სულ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მიიღეს — ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. უფრო ადრე კვარცხლბეკზე ავიდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს რუსეთის ნაკრების სპორტსმენებმა. მათ ანგარიშზეა ექვსი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (2-2-4), ხოლო მესამეზე — თურქეთი (2-0-3).

 

ყველა ახალი ამბავი
0