დაიწყო ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი

© photo: Dinamo Tbilisi Academy / FBთბილისის „დინამოსა" და მინსკის „დინამოს" შეხვედრა
თბილისის „დინამოსა და მინსკის „დინამოს შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირზე თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" (15 წლამდე) ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისში დაიწყო ვიტალი დარასელიას ხსოვნის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 15 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის რვა გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის მონაწილეები ორ ჯგუფად არიან დაყოფილი — А და В. А ჯგუფში ითამაშებენ თბილისის „დინამო", იტალიური „ჯენოა", ჰოლანდიური „ვიტესი" და მინსკის „დინამო"; В ჯგუფში — საქართველოს „სფფ აკადემია", კიევის „დინამო", მოსკოვის „სპარტაკი" და ესპანური „ესპანიოლი".

პირველ სათამაშო დღეს თბილისის დინამოელებმა მინსკელ თანატოლებს 2:0 მოუგეს (გოლები გაიტანეს ზაურ სიჭინავამ და გიორგი ჩხეტიანმა). ამავე ჯგუფში „ჯენოამ" „ვიტესს" სძლია — 3:1.

В ჯგუფში „სპარტაკმა" კიევის "დინამო 3:0 გაანადგურა, ხოლო „ესპანიოლმა" „სფფ აკადემიას" 2:0 მოუგო.

მეორე სათამაშო დღის მატჩები 25 აპრილს გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან კიევის „დინამო" და „სფფ აკადემია", „ესპანიოლი" — „სპარტაკი", მინსკის „დინამო" — „ვიტესი", თბილისის „დინამო" — „ჯენოა".

ფინალის გარდა ყველა თამაში თბილისის „დინამოს" აკადემიის მინდორზე გაიმართება, რომელიც ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. გადამწყვეტი მატჩი 29 აპრილს „დინამო არენაზე" გაიმართება.

ვიტალი დარასელია — გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელია, არის გერმანული „კარლ ცაისის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი.

ყველა ახალი ამბავი
0