ბასილაშვილმა ტუნისის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინელ ჩოგბურთელ გვიდო ანდრეოცისთან დამარცხდა

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (80) АТР Challenger-ის სერიის ტურნირზე ტუნისში ასპარეზობა დაასრულა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი არგენტინელ ჩოგბურთელ გვიდო ანდრეოცისთან (132) დამარცხდა. მატჩი საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორ სეტში დასრულდა — 1:6, 2:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა >>

ანდრეოცის გამარჯვება მეტოქის ჩაწოდებაზე დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა. თითოეულ სეტში არგენტინელმა ორ-ორი ბრეიკი გააკეთა და კომფორტული უპირატესობა გაინაღდა.

ტურნირის ასეთ ადრეულ სტადიაზე გათიშვის მიუხედავად, ბასილაშვილმა 17 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საკუთარი საბანკო ანგარიში 2,2 ათასი დოლარით შეივსო.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს, ბუდაპეშტში 23-დან 29 აპრილს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0