ქართველმა მოხმალავემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© FB / Fencing Federation Of Georgiaქართველი მოხმალავე ნიკა შენგელია
ქართველი მოხმალავე ნიკა შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში ქართველი სპორტსმენი იტალიის წარმომადგენელთან დამარცხდა

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოხმალავე ნიკა შენგელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა მოფარიკავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23), რომელიც ერევანში მიმდინარეობს.

მოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
ირმა ხეცურიანი: ეს გამარჯვება დიდი ნახტომი იყო ჩვენთვის

ფინალურ პაექრობაში შენგელია იტალიელ დარიო კავალიერესთან ანგარიშით 6:15 დამარცხდა.

მანამდე კი შენგელიამ ტურნირის მერვედფინალში რუს ვასილი შირშოვს ანგარიშით 15:14 მოუგო. მომდევნო რაუნდში იგივე ანგარიშით მან ისრაელის წარმომადგენელ კონსტანტინ ვორონოვს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ბაპტისტ დუბარის ანგარიშით 15:12 აჯობა.

მოფარიკავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 19 აპრილამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0