ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerმეკლედეურობის ვარჯიში ლისის ტბაზე
მეკლედეურობის ვარჯიში ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. „სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის"- ამ დევიზით, 14 აპრილს, თბილისში, ლისის ტბაზე სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტრო.

სპორტული ღონისძიებები 10:00 საათიდან, საფეხბურთო ტურნირით დაიწყება, 11:00 საათზე დაგეგმილია მძლეოსნური გარბენი, 12:00 საათიდან კი მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში.

ლისის ტბაზე შემდეგი სპორტული აქტივობები ჩატარდება: სპორტული ავტომობილების გამოფენა, მეკლდეურობა, კალათბურთი, ნარდი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, მჯდომარე ფრენბურთი (პარა ფრენბურთი), სროლა, აფროსნობა, სკეიტერების საჩვენებელი გამოსვლა, ხელბურთი, მძლეოსნური გარბენი (სტარტი, ფინიში), კანოე პოლო, მშვილდოსნობა, პეტანკა, საავიაციო სპორტი, ფეხბურთი, ბავშვთა რაგბი, ფრისბი, მხიარული სტარტები.

ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართება

პატარებისთვის მოწვეული არიან სამხატვრო ისნტრუქტორები. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

სპორტული ღონისძიებები ჩატარდება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. 

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველომ გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება, შეუერთდეს ამ დღის აღნიშვნას.

2018 წლიდან კი საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0