ქართველმა მოჭადრაკე ქალმა ევროპის ჩემპიონატზე ლიდერის პოზიციები დათმო

გამოწერა
ევროპის პირველობაზე საქართველოს შვიდი მოჭადრაკე წარმოადგენს

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში უკრაინელ ანა უშენინასთან წააგო. ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ ვისოკე–ტატრიში მიმდინარეობს.

ამ მარცხის გამო ძაგნიძემ ტურნირზე ლიდერის პოზიციები ვერ შეინარჩუნა და ოთხი ქულით მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია

ცხრილის სათავეში ერთნაირი 4,5 ქულით არიან ვალენტინა გუნინა (რუსეთი) და ანა უშენინა (უკრაინა), მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით რუსი მოჭადრაკე ლიდერობს.

ევროპის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ძაგნიძე აზერბაიჯანელ გიუნაი მამედზადეს შეხვდება.

ძაგნიძის გარდა კონტინენტის პირველობაში საქართველოდან კიდევ ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობს: ლეილა ჯავახიშვილი (V ტურის შემდეგ 31–ე ადგილი), ბელა ხოტენაშვილი (37), სალომე მელია (44), მერი არაბიძე (47), ნინო ბაციაშვილი (48) და მირანდა მიქაძე (60).

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 11 ტურისგან შედგება. ის 20 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 75 ათასი ევრო. გამარჯვებული მიიღებს 11 ათასს, ვერცხლის პრიზიორი – 9 ათასს, ხოლო ბრინჯაოს – 7 ათასს.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძეა. მან ეს ტიტული გასულ წელს რიგაში მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0