ქართველი ჩოგბურთელის პოზიცია მსოფლიო რეიტინგში გაუმჯობესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოს პირველი ჩოგანის მდგომარეობა მსოფლიო რეიტინგში 24 პოზიციით გაუარესდა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილმა მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და АТР-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 84-დან 83-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას აქტივში 666 ქულა აქვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა

კალენდარული წელი მან მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში 59–ე ადგილიდან დაიწყო. ბასილაშვილის რეგრესი იმან გამოიწვია, რომ მან უკვე ზედიზედ ექვსი შეხვედრა წააგო.

მიუხედავად რეიტინგში ასეთი მდგომარეობისა, 2018 წლის ორ თვეში მან თითქმის 158 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

АТР–ს რეიტინგში ბასილაშვილმა საუკეთესო შედეგი გასული წლის ივნისში აჩვენა, მაშინ მას 51–ე ადგილი ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0