დღეს საქართველოს ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ მატჩს გამართავენ

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში
საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეებს ჯერჯერობით არ წაუგიათ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს და ესპანეთის რაგბის ნაკრებებმა მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისში ევროპის ერთა თასის მატჩის წინ, რომელიც დღეს გაიმართება, კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს. 

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი შეცვლა განახორციელა, გერმანიის წინააღმდეგ ორი კვირის წინ გამართულ მატჩთან შედარებით, რომელიც ქართველებმა 64:00 მოიგეს. პირველივე წუთებიდან მოედანზე გამოვლენ შალვა სუთიაშვილი და სოსო მათიაშვილი, რომელმაც ტრავმის შემდეგ აღდგენა შეძლო. წელს პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც ორი წინა თამაში გამოტოვა, და გიორგი თხილაიშვილი.

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში
Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби - Sputnik საქართველო
საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში

„ესპანეთის ნაკრები — ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც გამუდმებით პროგრესს განიცდის. გუნდმა დაამტკიცა ეს, როდესაც ევროპის ერთა წლევანდელ თასში რუმინეთსა და რუსეთს მოუგო. ჩვენ მათი შესაძლებლობები ვიცით, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იქნება ის, როგორ ვითამაშებთ ხვალინდელ მატჩში. ამ ეტაპზე ტურნირზე გამარჯვებისთვის სწორედ ესპანეთია ჩვენი კონკურენტი, ამიტომ ეს თამაში ჩვენთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰეიგმა.

თუმცა, სავარაუდოდ, მილტონ ჰეიგმა არ უნდა ინერვიულოს. საქმე ისაა, რომ თბილისში ესპანეთის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოსულა. „ლომების გუნდის“ მწვრთნელის, სანტიაგო სანტოსის თქმით, მან 19 (!) მოთამაშე შეცვალა რუსეთთან (20:13) და რუმინეთთან (22:10) თამაშების შემდეგ.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ნაკრებების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პრესკონფერენციაზე
Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პრესკონფერენციაზე

„შემადგენლობის როტაცია ჩავატარეთ და წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მორაგბეები, რომლებიც ხვალ მინდორზე გავლენ, თამაშის ღირსეულ დონეს აჩვენებენ“, — აღნიშნა სანტოსმა.

© Sputnik / Levan Avlabreliესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი
Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби - Sputnik საქართველო
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი

რაც შეეხება საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების პირად დაპირისპირებას, გუნდებს 18 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 14-ჯერ მოგება ქართველების მხარეს იყო, სამჯერ ესპანელებმა მოიგეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. ზედიზედ ექვს შეხვედრაში ქართველები იგებენ. „ლომების გუნდმა“ ბოლო გამარჯვება მადრიდში ანგარიშით 25:18 2012 წელს მოიპოვა.

ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა 2011 წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც თბილისში სტუმრები ანგარიშით 60:0 გაანადგურა.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში
Тренировка сборной Грузии и сборной Испании по регби - Sputnik საქართველო
საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების ვარჯიში

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 3 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0