01:11 27 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
ხელბურთი. საქართველოს ნაკრები

ქართველი ხელბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაემგზავრებიან

© FB / Rankinis
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტი და საქართველო (291)
18 0 0

ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი დაკარგეს

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ხელბურთში ლიტვის გუნდთან ანგარიშით 20:24 დამარცხდა მსოფლიო-2019-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში და მსოფლიო პირველობაზე თამაშის შანსს დაემშვიდობა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანასწორ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე გუნდები მასპინძლის სასარგებლოდ ანგარიშით 12:11 გავიდნენ. მეორე ტაიმშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა — ვერცერთმა გუნდმა ლიდერობა ვერ მოიპოვა. 

გარდატეხა მატჩში 47-ე წუთზე მოხდა. ქართველებმა სამჯერ დაკარგეს ბურთი საკუთარი შეტევის დროს და ლიტველები ყოველ ჯერზე უპირატესობას გატანილ გოლად აქცევდნენ. შედეგად ლიტველები დაწინაურდნენ — 19:15.

ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრებს სამქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. დარჩენილ დროში ანდონ ბოშკოვის აღსაზრდელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, თუმცა ამაოდ. საბოლოო ანგარიში — 20:24 და საქართველოს ნაკრები ჯგუფის დასკვნით მატჩში ისრაელს მხოლოდ მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდება. 

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეა ექვსი გატანილი ბურთი.

ჯგუფის მეორე მატჩში ლატვიამ ბოლო წამებში ისრაელს გამარჯვება წაართვა და ლიტვასთან შეხვედრაში კვარტეტში პირველ ადგილს, მასთან ერთად კი მსოფლიო-2019-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საგზურსაც გაათამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში დანიასა და გერმანიაში 2019 წლის იანვარში გაიმართება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი, რომელმაც ბოლო ხუთი ტურნირიდან ოთხი მოიგო.


თემები:
სპორტი და საქართველო (291)

მთავარი თემები