ლაშა ტალახაძე: მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო და ორი რეკორდი

© photo: AFP 2020 / Chai Hin GOHლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ამასთან თავისივე მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105) აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა და ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ ატაცში ასწია 220 კგ წონის შტანგა და საკუთარივე მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 257 კგ ასწია და ჯამში 477 კგ დააგროვა, რაც ასევე სამი კილოგრამით მეტია მის მიერვე დამყარებულ მსოფლიო რეკორდზე.

ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
ტალახაძე - დაუმარცხებელი გოლიათი

ტალახაძემ ერთი თვის წინ ატაცში უკვე ასწია 220 კგ, მაგრამ რეკორდი არ ჩაეთვალა, რადგან რეკორდი საერთაშორისო შეჯიბრებაზე არ დაუმყარებია.

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ირანელმა საიდ ალი-ჰოეინიმ მოიპოვა. მან ტალახაძეს 23 კილოგრამით დაუთმო. ბრინჯაო ასევე ირანელ ბეჰდად სალიმის (453 კგ) ერგო.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. მანამდე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მფლობელი გახდა ანასტასია გოტფრიდი, ხოლო შოთა მიშველიძე (-62 კგ) — ბრინჯაოს მფლობელი.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა (პირველად — 2015 წელს), ის ასევე არის ოლიმპიური ჩემპიონი (2016 წ).

ყველა ახალი ამბავი
0