ისტორიული გამარჯვება! ქართველი შტანგისტი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© Georgian Weightlifting Federationანასტასია გოტფრიდი
ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად საქართველოს ძალოსნობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო კვარცხლბეკზე ქალი ავიდა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დროშით ასპარეზობდა, ოქროს მედალი მოიპოვა.

გოტფრიდმა 90 კგ-მდე წონით კეტეგორიაში გაიმარჯვა. მან ორი დისციპლინის ჯამში 265 კგ (120 კგ — ატაცი, 145 კგ — აკვრა) დააგროვა და 10 კგ-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩინეთის წარმომადგენელს მარია ვალდესს. მესამე ადგილზე 245 კგ შედეგით გავიდა შტანგისტი ქალი დომინგა სანტანა დომინიკელთა რესპუბლიკიდან.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მედალი ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორეა. რამდენიმე დღის წინ 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ანასტასია გოტფრიდი: ოლიმპიადაზე მხოლოდ საქართველო მინდა წარვადგინო >>

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მოპოვების იმედი აქვს. +105 კგ წონით კატეგორიაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდის მფლობელი ლაშა ტალახაძე ასპარეზობს. სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, სწორედ ქართველი ძალოსანია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი.

ყველა ახალი ამბავი
0