ქართველი ლეგიონერი ესტონური პასპორტის მიღებას აპირებს

© photo: courtesy of Janek Eslonზაქარია ბეგლარიშვილი
ზაქარია ბეგლარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც წელს ესტონეთის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ამ ქვეყნის ნაკრების შემადგნლობაში ასპარეზობისთვის მზად არის

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ლეგიონერი ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ესტონურ კლუბ „ფლორაში“ თამაშობს, ნატურალიზაციის პროცედურის გავლას და ესტონეთის პასპორტის მიღებას აპირებს, იუწყება „Sputnik-ესტონეთი“ პორტალ rus.err.ee-ზე დაყრდნობით.

ზაქარია ბეგლარიშვილი თბილისში დაიბადა და საქართველოს ჩემპიონატში რუსთავის „მეტალურგში“ და ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, ვარჯიშობდა „აიაქსის“ აკადემიაში და ამსტერდამის კლუბის დუბლში. „ფლორაში“, რომელიც წელს ესტონეთის ჩემოიონი გახდა, ფეხბურთელი 2013 წლიდან თამაშობს.

2015 წელს ბეგლარიშვილმა საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მატჩი მიიღო მონაწილეობა — ტალინში ამხანაგურ შეხვედრაში ქართველები ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

© photo: courtesy of Janek Eslonესტონური „ფლორას“ მოთამაშე ზაქარია ბეგლარიშვილი
Игрок эстонской Флоры Закария Бегларишвили - Sputnik საქართველო
ესტონური „ფლორას“ მოთამაშე ზაქარია ბეგლარიშვილი

ესტონური მოქალაქეობის მიღების შემდეგ ბეგლარიშვილი მზად არის ესტონეთის ნაკრებში იასპარეზოს. რადგან საქართველოს ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში მას არ უთამაშია, ესტონური ეროვნული გუნდის სახელით ასპარეზობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

როგორც თავად მოთამაშემ გამოცემა Õhtuleht-სთან იმტერვიუში განაცხადა, ესტონეთმა მას ბევრი რამ მისცა, იქ მისი მეორე შვილი დაიბადა. „იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს მივიღებ ესტონურ პასპორტს, და თუ დამიძახეს ნაკრებში, ამისათვის მზად ვიქნები“, — ციტირებს მის სიტყვებს გამოცემა.

ბეგლარიშვილი ესტონეთის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე პრეტენზიას აცხადებს — კენჭისყრის პროცედურა, რომელშიც 2017 წლის უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის მთავარი მწვრთნელი მონაწილეობდა, უკვე დასრულდა, შედეგები  კი 10 დეკემბერს გამოცხადდება.

მოთამაშეთა სიაში, რომლებმაც თუნდაც ერთი ქულა დააგროვეს, ბეგლარიშვილის გარდა, კიდევ ერთი ლეგიონერი, ბრაზილიელი ჟოაო მორელი (ტალინის „ლევადია“) შევიდა. დანარჩენი ფეხბურთელები ესტონეთს წარმოადგენენ.

რუსი ლეგიონერი მიხაილ სლაშჩიოვი (სილამიაე, „კალევი“) მიიჩნევს, რომ ამ სიიდან ჯილდოს სწორედ ბეგლარიშვილი იმსახურებს. „ფილიგრანული ტექნიკა, ბურთთან მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების მაღალი სისწრაფე, ზუსტი ბოლო პასის გადაცემის უნარი — ეს ის თვისებებია, რომლებიც მას ახასიათებს“, — განუცხადა სლაშჩიოვმა „Sputnik-ესტონეთს“.


ყველა ახალი ამბავი
0