საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში 19 პოზიციით დაწინაურდა

© photo: Georgian Basketball Federation / FBსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის პირველობისთვის წარმატებული მომზადება, როდესაც ქართველმა კალათბურთელებმა რიგ ტურნირებში გამარჯვება მოიპოვეს, საქართველოს ნაკრებს საშუალება მისცა რეიტინგში რამდენიმე საფეხურით წინ წაწეულიყო.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIBA-ს განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.

მაი ბიწაძე - Sputnik საქართველო
პოპულარული ქართველი კალათბურთელების ცოლები და შეყვარებულები

ეს პოზიცია საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული მაქსიმუმია. FIBA-ს რეიტინგში საქართველოს გუნდს ასეთი მაღალი რეიტინგი არასდროს ჰქონია.

ევრობასკეტი 2017-ისთვის მზადებამდე ილიას ზუროსის აღსაზრდელებს მსოფლიოში 47-ე ადგილი ეკავათ, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში სერბეთის, საბერძნეთისა და ლატვიის გუნდებთან გამარჯვებისა და ტურნირზე ლიტვისა და ისრაელის გუნდების დამარცხების წყალობით 19 პოზიციით დაწინაურება შეძლო.

FIBA-ს რეიტინგის სათავეში აშშ-ის ნაკრებია. მეორე ადგილზე ესპანელები არიან, ლიდერთა სამეულს კი სერბეთის ნაკრები ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0