საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში ფარერის გუნდთან სენსაციურად წააგო

© courtesy by Georgian Footbal Federationსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ფარერის კუნძულების გუნდის ფეხბურთელებმა საკუთარ და მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანეს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში (U-21) ფარერის კუნძულებზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ გასვლით მატჩში სენსაციურად წააგო — 1:3.

მასპინძლები 2:0-ს უკვე 26-ე წუთზე იგებდნენ. ორივე გოლი ქართველი მცველების სრული უმოქმედობის შედეგად გავიდა.

მატჩი საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის - Sputnik საქართველო
საქართველო - უელსი: მფრინავი ფეხბურთელები

გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა ერთი გოლის გაქვითვა მალე მოახერხეს, მაგრამ გოლის ავტორი მეტოქის გუნდის მოთამაშე იაკობსენია, რომელმაც საფრთხის აცილებისას ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

პირველი ტაიმის ბოლოს ფარერელებმა ანგარიში გაზარდეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებს გოლის გატანის კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. მატჩი საბოლოოდ დასრულდა ანგარიშით 3:1, რაც ფარერის კუნძულების გუნდისთვის ამ შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვებაა.

რაც შეეხება საქართველოს, ნაკრებმა სამი საკვალიფიკაციო მატჩი ჩაატარა, სამივეჯერ დამარცხდა (საერთო ანგარიში 3:11) და მესამე შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

შემდეგ შესარჩევ მატჩს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0