ქართველმა ჩოგბურთელმა შანხაიში ტურნირის პირველ წრეში წააგო

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად პირველივე ტურში წაგებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 22 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (59) ჩინეთის ქალაქ შანხაიში ვერ შეძლო АТР-ს "მასტერსის" სერიის ტურნირის პირველი რაუნდის გადალახვა.

ბასილაშვილი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პეტროს (23) შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა 2:6, 6:3, 4:6. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შემდეგ რაუნდში დელ პოტრო რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

მიუხედავად პირველივე რაუნდში წაგებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 სარეიტინგო ქულა და 22 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ტურნირი შანხაიში 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი თითქმის ექვსი მილიონი აშშ დოლარია. მოქმედი ჩემპიონია ბრიტანელი ენდი მარეი.

ყველა ახალი ამბავი
0